დაჭრილი პოლიციელის დასახმარებლად თბილისიდან თელავში ექიმთა ჯგუფი ვერტმფრენით გაგზავნეს
დაჭრილი პოლიციელის დასახმარებლად თბილისიდან თელავში ვერტმფრენით ექიმთა ჯგუფი გაიგზავნა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა, განუცხადა.
ღარიბაშვილი თელავში დაჭრილი პოლიციელის მოსანახულებლად იმყოფებოდა.
მან ისიც აღნიშნა, რომ პოლიციელის დაჭრის ფაქტზე დაკავებულია 19 წლის სანდრო მეტრეველი, ნივთმტკიცებად კი ამოღებულია სანადირო თოფი.
მან აქცენტი იმაზე გააკეთა, რომ მედიაში არასწორი ინფორმაცია გავრცელდა იმასთან დაკავშირებით, რომ გასროლა ცეცხლსასროლი იარაღიდან მოხდა.
მისივე ინფორმაციით, დაკავებულმა, რომელიც პოლიციის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხოვრობს, სამართალდამცავების მისამართით არა პოლიციის ეზოდან, არამედ საკუთარი სახლის ეზოდან ისროლა.
რაც შეეხება დაჭრილ პოლიციელს, მაია ჯავახიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია.
დღეს თელავში, პოლიციის შენობის ეზოში იარაღიდან გასროლით ერთი პოლიციელი მოკლეს, კიდევ ერთი სამართალდამცავი ქალი კი დაჭრეს.