თეა წულუკიანმა კონკურსში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ხელშეკრულებები გააფორმა
იუსტიციის მინისტრმა საგრანტო კონკურსში გამარჯვებულ ხუთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან ხელშეკრულებები გააფორმა. პროექტების მიხედვით, დასავლეთ საქართველოს მასშტაბით ყოფილ პატიმართა ბიზნესინიციატივები დაფინანსდება.
დაგეგმილია არასრულწოვანთა დანაშაულისა და ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისკენ მიმართული საინფორმაციო კამპანიის ჩატარება.