ახალი მთავრობის 5-საათიანი სხდომა, განხილული 33 საკითხი და დაგვიანებით მისული საგარეო საქმეთა მინისტრი
მინისტრთა კაბინეტმა გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით დღეს მთავრობის პირველი სხდომა გამართა და 5 საათის განმავლობაში 33 საკითხიც განიხილა.
პრემიერმა ის შეხვედრებიც დაანონსა, რომელსაც უახლოეს დღეებში გეგმავს, მათ შორის ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან.
მთავრობა სხდომაზე სრული შემადგენლობით იყო წარმოდგენილი. თუმც,ა ერთადერთი მინისტრი, ვინც პირველივე სხდომაზე ჟურნალისტებს თავი არაპუნქტუალურობით დაამახსოვრა, საგარეო უწყების ახალი პირველი პირი იყო.
მიხეილ ჯანელიძემ დღევანდელი არაპუნქტუალობა მოგვიანებით ტექნიკური მიზეზებით ახსნა და ჟურნალისტებთან საკუთარ გეგმებზე ვრცლად ისაუბრა. ახალი მინისტრი საგარეო უწყებაში ცვლილებებს არ გეგმავს.
დაანონსებულ ცვლილებებზე ახალ მინისტრთა კაბინეტში დღეს კვირიკაშვილს აღარ უსაუბრია. ახალი პრემიერი უახლოეს მომავალში ბიზნესწრეებთან და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრას გეგმავს.
ავტორი: ნატა მახვილაძე