დავით ნარმანია საკუთარი სურვილით გადადგომას არ აპირებს
დედაქალაქის მერი დავით ნარმანია საკუთარი სურვილით გადადგომას არ აპირებს. თბილისის მერი მისი შესაძლო გადადგომის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
კონსულტაციებს მმართველ კოალიციაში დავით ნარმანიას გადაყენების შესახებ არც მმართველ გუნდში ადასტურებენ, თუმცა მმართველ კოალიციაში, რომ ნარმანიას საქმიანობასთან შენიშვნები აქვთ, ამაზე არაერთი მინიშნება გაკეთდა.
ქართული პრესა თბილსის ვიცემერების შეცვლაზეც წერს. კერძოდ, ქრონიკა +ის ინფორმაციით, ლაშა აბაშიძეს ბანკი ქართუს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი ლილუაშვილი დაიკავებს. ლაშა აბაშიძემ და გიორგი ლილუაშვილმა კომენტარის გაკეთებისგან დღეს თავი შეიკავეს.
განსხვავებულია ოპოზიციის პოლიტიკური პროგნოზი. საკრებულოს ოპოზიციას დავით ნარმანიას შეცვლას არ ელოდება. დედაქალაქის მერი შესაძლოა თანამდებობიდან 2016 წლის შემოდგომის შემდეგ გადააყენონ.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი.