ირაკლი ღარიბაშვილი „აბრეშუმის გზის“ აღდგენაზე ჩინეთის ელჩს ესაუბრა
ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთის ახალ ელჩთან საქართველო-ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების დაწყებასა და „აბრეშუმის გზის“ აღდგენაზე ისაუბრა.
მიღება მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა და განსაკუთრებული ყურადღება „აბრეშუმის გზის“, როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი უმნიშვნელოვანესი სახმელეთო მარშრუტის როლს, დაეთმო.
პრემიერმა განაცხადა, რომ "აბრეშუმის გზის" ამოქმედებით, საქართველო იბრუნებს ისტორიულ მისიას, რომელიც მას საუკუნეების განმავლობაში აკისრია. ამ კონტექსტში ხაზგასმით აღინიშნა 13 დეკემბერს საქართველოში პირველი ტრანზიტული მატარებლის შემოსვლის მნიშვნელობა, რომელიც ტვირთს ჩინეთიდან თურქეთში ჩაიტანს.
შეხვედრის შემდეგ საუბარი არაოფიციალურ გარემოში, მთავრობის ადმინისტრაციის ვერანდაზე გაგრძელდა.