ვიმედოვნებ, ევროპა მოგვიტანს ბევრ სიკეთეს და დაიცავს ჩვენს კულტურას - საქართველო პატრიარქი
"ევროკავშირის გარდა, ჩვენს მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ და უნდა მიეცეთ საშუალება, ვიზების გარეშე იმოგზაურონ სხვა ქვეყნებში, ჩვენს მეზობელ და შორეულ სახელმწიფოებში. ჩვენი მთავრობა ამის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებს," - ამის შესახებ დღეს საპატრიარქოში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა ილია მეორეს საპატრიარქოში შეხვედრისთვის.
მისი განაცხადებით, პატრიარქის ჩართულობა სახელმწიფოებრივ საქმეებში უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა.
„გაწევრიანება და უფრო მჭიდრო კავშირი ბევრ პასუხისმგებლობას გვაკისრებს. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ევროპა არამარტო მოგვიტანს ბევრ სიკეთეს, არამედ დაიცავს ჩვენს კულტურას,“ - განაცხადა საქართველოს პატრიარქმა.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ელჩს საქართველოში, იანოშ ჰერმანს, რომელიც ასევე ესწრებოდა შეხვედრას.