საქართველო ორი დღეა, მსოფლიო ლიდერებისგან მილოცვებს იღებს
საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში, სალომე სამადაშვილი, იმ მოლაპარაკების საწყის ეტაპს იხსენებს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ჯერ შეღავათიანი სავიზო რეჟიმის დაწესებას, მოგვიანებით კი ვიზების მთლიანად გაუქმებას ეხებოდა.
მისი თქმით, 2010 წლიდან საქართველომ რთული გზა გამოიარა.
მოლდოვასთან უვიზო რეჟიმის მიღების შემდეგ, საქართველო აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ანალოგიური გადაწყვეტილების რეალური კანდიდატი გახდა. მოლაპარაკების პროცესიც ამის შემდეგ კიდევ უფრო გააქტიურდა.
ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის ყოფილი წარმომადგენლები ასევე აღნიშნავენ, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე დღევანდელი ხელისუფლების მიერ მიღებული კანონებიც აისახა. თუმცა, მათივე შეფასებით, 2012 წელს, ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, პროცესი დიდი ხნის განმავლობაში შეფერხდა. უვიზო რეჟიმის მიღების გადაწყვეტილება საფრთხის ქვეშ დადგა იმ დროსაც, როცა ხელისუფლებამ რუსთავი2–ის წინააღმდეგ ღია შეტევა დაიწყო.
უვიზო რეჟიმის მოლოდინის ხანგრძლივი ეტაპი გუშინ ევროკომისიის დადებითი შეფასებით დასრულდა. თუმცა, გადაწყვეტილების სრულად ამოქმედებას კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდება.
ავტორი: თამარ ბაღაშვილი