გეოპოლიტიკური აქტი - დავით დარჩიაშვილი ვიზალიბერალიზაციაზე
ნაციონალური მოძრაობის წევრი, დავით დარჩიაშვილი, ევრიოკომისიის გადაწყვეტილებას "გეოპოლიტიკურ აქტს" უწოდებს და ამბობს, რომ ეს გარკვეულწილად საწყისი ნაბიჯია ევროპის გზაზე.
დეპუტატი თქმით, ხელისუფლებამ უნდა გააფართოვოს უვიზო მიმოსვლის მასშტაბები, რაც ევროკავშირის კანდიდატობასა და შემდეგ გაწევრიანებას გულისხმობს.
„გეოპოლიტიკური აქტია, როდესაც ევროინტეგრაციის პროცესში საქართველო რეგიონიდან დაწინაურებული ხდება. ეს გადაწყვეტილება ოკუპაციის გამყოფი ხაზის მიღმა ადამიანებისთვისაც არის ძალზედ მნიშვნელოვანი. ჩვენს მოქალაქეებს თვალსაწიერის გაფართოვებისათვის, მოგზაურობისთვის მშვენიერი შესაძლებლობაა,“ - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.
მან ვიზალიბერალიზაციაზე საუბრისას რუსთავი2-ის პროცესიც ახსენა და თქვა, რომ დამოუკიდებელი ტელევიზიის წინააღმდეგ არსებული „შტურმი“ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით რომ არ შეეჩერებინა, შესაძლოა, დღევანდელი შედეგი არ დამდგარიყო. მსგავსი საფრთხე კი არ არის მოხსნილი.
„ამ პროცესში თუ ისევ დადგა თავისუფალი მედიის ყოფნა-არყოფნის საკითხი, რა თქმა უნდა, ეს შეაჩერებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას,“ - განაცხადა დავით დარჩიაშვილმა.