გია ჟორჟოლიანი მმართველი გუნდის შემუშავებულ საარჩევნო სისტემას "სამართლიანს" უწოდებს
ქართული ოცნების წევრმა, დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა, "საარჩევნო კოდექსში" მეორე მოსმენით დამტკიცებული ცვლილებების შესახებ კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა და თქვა, რომ პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულება მოახდინა და ამბობს, რომ ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიც არის გათვალისწინებული.
„პირველად საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში მოქალაქეებს ექნებათ თანაბარი გავლენა გადაწყვეტილების მიღებაზე,“ - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.
დეპუტატის თქმით, საყოველთაო კონსესუსი ვერ იქნება მიღწეული. გადაწყვეტილებას პოლიტიკურ ძალთა ერთი ნაწილი მხარს უჭერს. რაც შეეხება ოპოზიციის მოთხოვნას პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე, ჟორჟოლიანი ამბობს, რომ ეს არ არის ამ ეტაპზე მიზანშეწონილი.
„დღეს არსებული სისტემა დღეისათვის ადეკვატურია,“ - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.