ასეთი აჯღაბუჯღა სისტემა ოცნებას ხელისუფლების შესანარჩუნებლად სჭირდება - მიხეილ მაჭავარიანი
ნაციონალური მოძრაობის წევრის, დეპუტატ მიხეილ მაჭავარიანის თქმით, მმართველი გუნდი ტყუის, როცა დღეს არსებულ საარჩევნო სისტემას სამართლიანს უწოდებენ.
ამის შესახებ დეპუტატმა განცხადება კურიერის პირდაპირ ეთერში ისაუბრა.
„ერთი კვირის წინ გვეუბნებოდნენ, რომ ის სისტემა, რომელიც შემოგვთავაზეს და, მაგალითად, სამტრედია გადაჭრეს და გადმოჭრეს, იყო სწორი სისტემა. მაგრამ მას შემდეგ, რაც ბიძინა ივანიშვილს შეხვდნენ და მან შესთავაზა თავისი ვარიანტი და უთხრა, რას აკეთებთ, ეს ხალხი წავა საკონსტიტუციო სასამართლოში და მოგვიგებსო, გადაწყვეტილება შცვალეს. ყველა ოპოზიციური ძალა - საპარლამენტო და არასაპარლამენტო, ასევე არასამათავრობო სექტორი და თავად პრეზიდენტი, არის ერთ მხარეს და ოცნება მეორე მხარეს. არანაირი კონსესუსი არ არსებობს,“ - განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.
ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ქართული ოცნების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას „აჯღაბუჯღას“ უწოდებს და ამბობს, რომ ეს არის ერთადერთი სისტემა, რომლითაც მმართველი გუნდი ხელისუფლების შენარჩუნებას გეგმავს.