ნახევარი მილიონ ლარს სოლიდარობის ფონდში თურქი ბიზნესმენი და მეცენატი გადარიცხავს
ნახევარი მილიონ ლარს სოლიდარობის ფონდში თურქი ბიზნესმენი და მეცენატი გადარიცხავს.
ინფორმაცია პრემიერ-მინისტრმა გაასაჯაროვა და გალიფ ოზთურქს მადლობა გადაუხადა საქართველოში განხორციელებული საინვესტიციო პროექტებისა და ქველმოქმედებისთვის.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოზთურქის ჰოლდინგს საქართველოში უკვე განხორციელებული აქვს 75 მილიონი დოლარის ინვესტიცია. პროექტების დასასრულისთვის ჯამში 200 მილიონი დოლარის ინვესტირება და 3000-მდე ადამიანი დასაქმება იგეგმება.