"თავისუფალი დემოკრატები" რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატის დანერგვის ინიციატივით გამოდიან
თავისუფალი დემოკრატების ლიდერი, ირაკლი ალასანია საქართველო-გერმანია-რუსეთის დიალოგის ცალკე ფორმატის შექმნის აუცილებლობაზე საუბრობს, სადაც ერთ–ერთი გადამწყვეტი როლი გერმანიამ უნდა ითამაშოს. რუსეთთან დიალოგის ახალი ფორმატი კი უკვე არსებული მოლაპარაკებების პარალელურად უნდა გაგრძელდეს. ინიციატივას სასარგებლოს უწოდებს გერმანელი დილომატი დიტერ ბოდენი, რომელიც თბილისში ვიზიტით იმყოფება. თავისუფალი დემოკრატების წინადადებას განსხვავებული შეფასებები მოჰყვა პოლიტიკურ და ექსპერტთა წრეებში.
იდეას სკეპტიკურად შეხევდნენ საპარლამენტო უმცირესობაში. უმრავლესობაში კი მიაჩნიათ, რომ დიალოგის ახალი ფორმატი გერმანიის მონაწილეობით იმპროვიზაციად დარჩება.
თავისუფალი დემოკრატები აცხადებენ, რომ ეს ფორმატი მათი ხელისუფელბაში მოსვლის შემთხვევაში შეიქმნება.
ავტორი:სოფო ზურაბიანი