"გაზპრომთან" მოლაპარაკება აქტუალობას არ კარგავს - რესპუბლიკელებმა ენერგეტიკის სამინისტროსთან მიმოწერა გაასაჯაროვეს
რატომ დაიწყო გაზპრომთან მოლაპარაკებები ამის გასარაკევევად რესპუბლიკელებმა ენერგეტიკის მინისტრს გაზპრომის ხელმძღვანელთან, ალექსეი მილერთან, პირველი შეხვედრისთანავე მიმართეს.
21 ოქტომბერს გაგზავნილ წერილში ისინი საქართველოს გაზმომარაგებისა და რუსულ ენერგოგიგანტთან დაწყებული დიალოგის შესახებ კახი კალაძის უწყებისგან დეტალურ ინფორმაციას ითხოვდნენ.
რესპუბლიკელებს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ, მარიამ ვალიშვილმამ უპასუხა და განმარტა, რომ გაზპრომისგან ბუნებრივი აირის შესყიდვაზე მოლაპარკებები არ მიმდინარეობს.
ქართული მხარის მტკიცების მიუხედავად, ლუქსემბურგში გამართული შეხვედრის შემდეგ გაზპრომის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, რომ საქართველოსთან არამხოლოდ სომხეთში ტრანზიტის სანაცვლოდ ბუნებრივი აირის დატოვებაზე, არამედ კომერციული გაზის მიწოდებაზეც არის საუბარი.
ალექსეი მილერი იმასაც ამბობს, რომ კახა კალაძესთან გაზპრომი და ირანი გაზის სომხეთში მიწოდებისას გაცვლით ოპერაციებზე მუშაობენ.
ავტორები: ნათია გოგსაძე, ნატა მახვილაძე, ვაჩე გოგოლაშვილი,მალხაზ მეგრელიშვილი.