"სად წავიდა ეს ყეყეჩი დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე,"-ეკა ხერხეულიძე
რუსთავი 2-ის დაკავებული მხარდამჭერების შესახებ დღეს საკანონმდებლო ორგანოში იკამათეს. დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ კოლეგას მმართველი გუნდიდან "ყეყეჩი და თავხედი" უწოდა.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრს გამოსვლა პარლამენტში დავით უსუფაშვილმა შეაწყვეტინა, თუმცა დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ დავით ლორთქიფანიძეს შემდეგ კვლავ მიმართა.
"სად წავიდა ეს ყეყეჩი დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე, რომელიც გაუგონარი სითავხედით უტიფრობით ცდილობს გადაფაროს საკუთარი უნიათობა. თქვენს პრესტიჟზე და ავტორიტეტზეა რამდენად ღირსეულად გაივლით ამ ქვეყანაში თორემ ეს ბიჭები ადრე თუ გვიან გამოვლენ ციხიდან,"- განაცხადა დეპუტატმა.