დავით ლორთქიფანიძე "რუსთავი 2-ის" მხარდამჭერების ციხეში ყოფნაზე პასუხისმგებლობას "ნაციონალურ მოძრაობას" აკისრებს
"თქვენ გჭირდებათ ის ადამიანები იქ,"-ეს განცადება ქართული ოცნების წევრმა დავით ლორთქიფანიძემ პლენარულ სხდომაზე გააკეთა და რუსთავი 2-ის მხარდამჭერების ციხეში ყოფნასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ნაციონალურ მოძრაობას დააკისრა.
"მე როგორც პარლამენტის წევრს არ მაქვს საშუალება რომ ვიმოქმედო და ზემოქმედება მოახდინო. ამ ადამიანების პატიმრობაში ყოფნა თქვენ გჭირდებათ. ამ ახალგაზრდებს თქვენ არ აძლევთ საშუალებას ითანამშრომლონ პროკურატურასთან,"- განაცხადა დავით ლორთქიფანიძემ.