ლაშა მახარაძის საქმეზე მკვლელობის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე პირები დაკითხეს
ლაშა მახარაძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულის, გიორგი ოქროპირიძის წინააღმდეგ საქმის განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდა.
პროცესზე ბრალდების მხარემ ის მოწმეები დაკითხა, რომლებიც ოპერატიულ მასალასთან არიან კავშირში და რომლებიც მკვლელობის ადგილის მიმდებარე ტერიტორიაზე მუშაობდნენ.
საქმის განხილვა ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით მიმდინარეობს.