ალეკო ელისაშვილის სკანდალური ჩვენება და ზეგავლენით ვაჭრობის მუხლით აღძრული საქმე
ზეგავლენით ვაჭრობა – ამ მუხლით მიმდინარეობს გამოძიება იმ ჩვენების საფუძველზე, რომელიც დღეს საკრებულოს დეპუტატმა პროკურატურას მისცა.
ალეკო ელისაშვილი რამდენიმე საათის განმავლობაში იკითხებოდა ზეწოლის ფაქტების შესახებ, რომელსაც მისი შეწყალების კომისიის თავმჯდომარეობის პერიოდში ჰქონდა ადგილი.
გვიან საღამოს ჩვენების მისაცემად კი პროკურატურაში უკვე კომისიის მოქმედი თავმჯდომარე ზვიად ქორიძეც მივიდა.
მმართველი გუნდის წევრთა ნაწილი თვლის, რომ შეწყალების კომისიის მოქმედი თუ ყოფილი თავმჯდომარეების ბრალდებები უსაფუძვლოა.
პატიმრების გათავისუფლების სანაცვლოდ ქრთამის აღებას მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან შესაძლებლად მიიჩნევს დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი
ბრალდებების საფუძვლიანობაში ეჭვი არ ეპარება ოპოზიციას.
ავტორი: ეკა გაგუა