ვიზალიბერალიზაცია - პარლამენტმა რეზოლუცია დაამტკიცა
თავისუფალი დემოკრატების მიერ მომზადებული მიმართვა, რომელიც ვიზალიბერალიზაციის პროცესის მხარდაჭრას ეხება, მხოლოდ ქართული ოცნების მიერ შეთავაზებული შესწორებით გავიდა კენჭისყრაზე.
უმრავლესობის მიერ ჩამატებული ციტატის შინაარსი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის მიმართ არასაპარლამენტო და საპარლამენტო პარტიების მხარდაჭერას გულისხმობს.
უმრავლესობამ ნაციონალური მოძრაობის მიერ შეთავაზებული ვერსია არ გაითვალისწინა და ტესტში არ დააფიქსირა კანონის უზენაესობისა და სიტყვის თავისუფლების მოთხოვნა, თუმცა უმცირესობა რეზოლუციის საკუთარ ვარიანტს უკვე შემდგომ სხდომაზე წარადგენს.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი