1 მოკლული და 1 მძიმედ დაჭრილი - ყოფილმა პოლიციელმა მევალეებს ესროლა
შეიარაღებული თავდასხმა საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში მოხდა. მაკაროვის სისტემის პისტოლეტიდან საკუთარი სახლის ეზოში შამქან ბექილოვმა, მევალეებს ესროლა. თავში მიყენებული ჭრილობით 40 წლის ნოდარ ფხოველშვილი ადგილზე გარდაიცვალა, მძიმედ დაიჭრა მისი სიმამრი – მერაბ გოგრიჭიანი.
ძებნილი შამხან ბექილოვი ყოფილი პოლიციელია. ადგილობრივების ინფორმაციით, მას მერაბ გოგრიჭიანისთვის ვალი სავარაუდოდ 11 ათასი დოლარი ჰქონდა დასაბრუნებელი, რაც მათ შორის უკვე რამდენიმე წელია კონფლიქტის მიზეზი იყო.
განზრახ მკვლელობისა და სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებისთვის შამხან ბექილოვს საგარეჯოს პოლიცია ამ დრომდე ეძებს.
ავტორი: დავით ქაშიაშვილი