2 კილოგრამი თევზის დაჭერისთვის როლანდ შარაძემ შესაძლოა 3 წელი ციხეში გაატაროს
4 ცალი თევზის დაჭერისთვის როლანდ შარაძეს შესაძლოა 3 წლის გატარება სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოუწიოს.
11 წლის ძმისშვილის თხოვნით მამაკაცმა 2 კილოგრამამდე ქაშაყი სახლიდან 800 მეტრში მდინარე ჭოროხზე სავარაუდოდ აკრძალულ ტერიტორიაზე დაიჭირა. შარაძის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის მესამასე მუხლით დაიწყო, რაც უკანონო თევზჭერას გულისხმობს. საქმის მასალების მიხედვით მამაკაცმა სახელმწიფო ბიუჯეტს 47 ლარი და 15 თეთრი აზარალა.
ბრალდებულს ხელვაჩაურის სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნის საფუძველზე აღკვეთი ღონისძიების სახით 2 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.
როლანდ შარაძეს 2000 ლარიანი გირაო 10 ნოემბრამდე აქვს დასაფარი წინააღმდეგ შემთხვევაში მას დააპატიმრებენ. მისი ოჯახი აცხადებს, რომ თანხის გადახდას ვერ შეძლებენ.
ავტორები: მარიამ გაფრინდაშვილი, თეა ვაშალომიძე, გოჩა კვაჭაძე, ნოდო ჭადაშვილი.