ევროპარლამენტი საქართველოს ხელისუფლებას ღიად აკრიტიკებს
რუსთავი 2-ის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოთქვამენ ევროპარლამენტარები, რომლებიც საქართველოს ხელისუფლებას ღია წერილით მიმართავენ.
ავტორთა შეფასებით, ქვეყნის წამყვანი ტელეარხის შესაძლო ხელში ჩაგდება და მისი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა ქვეყანაში პოლიტიკური ველის დონეს მნიშვნელოვნად შეზღუდავს. წერილს ხელს 4 უმსხვილესი ფრაქციის წევრები აწერენ.
ექპერტები ამბობენ, რომ ტონი, რომლითაც ევროპარლამენტარები საქართველოს ხელისუფლებას მიმართავენ განსაკუთრებულად მკაცრია, რაც შემთხვევითი არაა. 13–ვე დეპუტატი, რომელიც დოკუმეტს ხელს აწერს ევროპარლაემნტის საგარეო პოლიტიკაზეა პასუხისმგებელი.
ექსპერტების ეთანხმება ოპოზიციაც. ნაციონალურ მოძრაობასა და თავისუფალ დემოკრატებში თანხმდებიან, რომ ევროპელი პარტნიორების განცხადებებზე საქართველოს ხელისუფლების რეაგირებები ქვეყნის ევროინტეგრაციას ზიანს აყენებს.
ევროპელი დეპუტატების პოზიციას არც ერთ ნაწილში არ იზიარებს მმართველი გუნდი. სახელისუფლებო გუმდში აქცენტს ხელმომწერთა რაოდენობაზე აკეთებენ.
ავტორი: თეონა ცხომელიძე