შეხვედრა მარგველაშვილთან - მთავარი განსახილველი საკითხი კვლავ"რუსთავი 2" და მედია იყო
რუსთავი 2 -სა და მედიაში დღეს არსებული ვითარება შეუშლის თუ არა ხელს საქართველოს ევროინტეგრაციას, კითხვები პრეზიდენტს დღეს ნატო-ს კვირეულის ფარგლებში ატლანტიკის საბჭოს ორგანიზებულ შეხვედრაზე დაუსვეს.
მათი აზრით, ვინც კითხვები დასვა პრეზიდენტის პასუხი ზედმეტად ოპტიმისტური იყო. მუხედავად ამის მიაჩნიათ, რომ პრეზიდენტი ერთადერთია ხელისფლებაში ვინც მედიის პრობლემებს გულისყურით ისმენს.
პრეზიდენტის მიმართ კითხვები შეკრებილებს ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსთან დაკავშირებითაც ჰქონდათ.
კითხვა პრეზიდენტს ენერგო დივერსიფიკაციაზეც დაუსვეს. გიორგი მარგველაშვილი განცხადებით დივერსიფიკაცია მნიშვნელოვანია, მაგრამ იგი ქართულ რეალობას უნდა მიუსადაგონ.
გაზპრომზე დასმულ შეკითხვაზე პასუხად მარგველაშვილი ამბობს, რომ პირადად ის ინტენსიურად ურთიერთობს თურქმენ, ყირგიზ და ევროპელ პარტნიორებთან.
ავტორები: სოფო ზურაბიანი, გიორგი კვიწინაძე, მალხაზ მეგრელიშვილი.