გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ახალშობილი-ადგილობრივები დედის მიერ ჩადენილ მკვლელობაზე საუბრობენ
წნორში ახალშობილის გარდაცვალების მიზეზი უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით ახალგაზრდა ქალბატონმა, რომელიც ორსულობის მდგომარეობას მალავდა, სახლში იმშობიარა, შემდეგ კი ახალშობილი მოკლა. შემთხვევას ადასტურებენ მეზობლებიც.
ამ დროისთვის ქალბატონი მკურნალობას წნორის კლინიკაში გადის, სადაც პაციენტი 27 ოქტომბერს სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მძიმე მდგომარეობაში მიიყვანა, ექიმის ინფორმაციით პაციენტს მშობიარობის შემდგომი მდგომარეობა აღენიშნებოდა, თუმცა ის კლინიკაში ახალოშობილის გარეშე მოათავსეს.
ბავშვის გარდაცვალების ფაქტეზე გამოძიება დაიწყო.