ფატუ ბენსუდა 2008 წლის აგვისტოს გამოძიების დროს რუსეთსა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩასვლას გეგმავს
საერთაშორისო სასამართლოს პროკურორი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე გამოძიების დაწყებამდე ეჭვმიტანილი არ ყავთ. ფატუ ბენსუდა არც იმ კონფიდენციალური სიის დეტალებს ამხელს, რომლიც მოსამართლეებს გაუგზავნა. ამ კონფიდენციალურ სიაში მათ კონკრეტული როლის მითითებით ის ადამიანები მოხვდნენ, რომელთაც სავარაუდოდ სერიოზულ დანაშაულებების ჩადენაზე არიან პასუხისმგებელნი.
ჰააგის საერთაშორისო სასამართლო ეთნიკური ქართველების მკვლელობებს, დევნას, ასევე საქართველოს სამშვიდობოებზე თავდასხმას განიხილავს, რუს სამშვიდობოებზე თავდასხმის ნაწილზე კი ფატუ ბენსუდა მოსკოვში გამოძიების დასრულებას ელის. თუმცა მანამდე ბესუდა რუსეთ-საქართველოს ომზე გამოძიების დასაწყებად მოსამართლეთა პალატის ნებართვას ელის.
ჰააგის სისხლის სამართლის საქმის პროკურორი უახლოეს მომავალში აპირებს რუსეთში ჩასვლას და იმედი აქვს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩასვლის საშუალებაც მიეცემა.
ავტორი: სოფო ზურაბიანი.