"პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა" - ზურაბ ჯაფარიძე კახეთში ვაზის გაჩეხვაზე საუბრობს
"პასუხისმგებლობა ხელისუფლებაზეა", - ასე ეხმაურება ახალი პოლიტიკური ცენტრის წევრი და დეპუტატი, ზურაბ ჯაფარიძე, კახეთის რაიონის სოფელ კარდენახში მევენახის მიერ ვაზის გაჩეხვის ფაქტს.
ჯაფარიძე ფიქრობს, რომ მევენახეთა ასეთ მდგომარეობაში ყოფნა ხელისუფლების ბრალია.
"ხელისუფლება ამ ხალხს დაჰპირდა, რომ 1 ლარი იქნებოდა ყურძენი. შემდეგ მოატყუა, რომ რუსულ ბაზარს გაუხსნიდნენ და ეს უშველიდათ. ამ ადამიანებმა ბანკებიდან აიღეს სესხები, დააგირავეს სახლები, რომ ყურძნისთვის უკეთესად მოევლოთ და დამატებითი შემოსავლები მიეღოთ. ეს ცალსახად მთავრობის პასუხისმგებლობაა, რომელმაც ეს ხალხი მოატყუა," - აცხადებს ზურაბ ჯაფარიძე.