უშიშროების საბჭოს სხდომა - მივა თუ არა პრემიერი?
ამ დრომდე გაურკვეველია დაესწრება თუ არა უშიშროების საბჭოს დღევანდელ სხდომას პრემიერ-მინისტრი, თუმცა ცნობილია, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვერ მივლენ საგარეო საქმეთა მინისტრი, თავდაცვისა და საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეები. სხდომაში მონაწილეობის მისაღებად საბჭოს ყველა მუდმივი წევრი, მათ შორის, ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილია მიწვეული.
სხდომას თავდაცვის მინისტრის რანგში პირველად დაესწრება თინა ხიდაშელი.
მთავარი მომხსენებელი გენერალური შტაბის უფროსი იქნება.
უშიშროების საბჭოს სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორისაა საქართველოს შეიარაღებული ძალების რაოდენობა და 2016-18 წლების სააფრთხეების დოკუმენტი.
უშიშროების საბჭოში აცხადებენ, რომ სამ წელზე გაწერილ დოკუმენტში ქვეყნის მთავარ საფრთხედ კვლავ რუსეთი რჩება.
უშიშროების საბჭო პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ხელმძღვანელობით აქამდე ორჯერ შეიკრიბა. პირველ შემთხვევაში მას პრემიერ-მინისტრი არ დასწრებია, მეორე სხდომაზე კი - იმყოფებოდა.
უშიშროების საბჭოს სხდომა დღეს 17:00 საათზე.