ჩინეთი საქართველოში ინვესტიციებს გეგმავს
ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩინური კომპანიების თანადაფინანსებით მოხდება. ეს გადაწყვეტილება ჩინური კომპანიებთან პრემიერმინისტრის და ქართული დელეგაციის შეხვედრაზე მიიღეს.
ინვესიტიციის რაოდენობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება თვის ბოლოს მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია გამოვლინდება.
ანაკლიის პორტის მშენებლობასთან ერთად პეკინში დღეს საქართველოში დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების თანადაფინანსების საკითხებიც განიხილეს.
თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების მომზადების პარალელურად, პირველი მსხვილი ინვესიტიციის განხორციელებას საქართველოში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკი გეგმავს.
500 მილიარდიანი კაპიტალის ბანკი ქვეყანაში ენერგეტიკით და რკინიგზით არის დაინტერესებული.
ქართულმა დელეგაციამ ჩინეთში ოფიციალური შეხვედრები დაასრულა. ჩინური მხარე საპასუხო ვიზიტს საქართველოში ოქტომბრის ბოლოს გეგმავს, როდესაც თბილისში თანამედროვე აბრეშუმის გზის ფორუმი გაიხსნება.
ავტორები: ნინო სამყურაშვილი, ანა წერეთელი