ხელისუფლება 2020 წლისთვის საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების რამდენიმე ვარიანტს განიხილავს
ხელისუფლება საარჩევნო კოდექსში 2020 წლისთვის შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით რამდენიმე ვარიანტს განიხილავს. ამის შესახებ ქართული ოცნება-კონსერვატორების წევრი დეპუტატი ზვიად ძიძიგური საუბრობს და ამბობს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება საარჩევნო ოლქების არათანაბარი გადანაწილების თაობაზე 2020 წლისთვის იქნება გათვალისიწინებული.
„რამდენი ოლქი იქნება თბილისში და როგორი გადანაწილება მოხდება საოლქე საზღვრები შეიცვლება ამას ჩვენ საბოლოოდ კონსულტაციების შედეგად დავადგენთ. ჩვენ არა გვაქვს ერთი ვარიანტი, გვაქვს რამდენიმე სამუშაო ვარიანტი,“ - აცხადებს ზვიად ძიძიგური.