ვაშინგტონის შტატში ხანძრის გამო სამი მეხანძრე დაიღუპა და ოთხი დაშავდა
![](http://rustavi2.com/news_photos/24300_cover_b.jpg)
ვაშინგტონის შტატში სამი მეხანძრე დაიღუპა და ოთხი დაშავდა. ქარის გამო ცეცხლი სწრაფად ვრცელდება. ხანძარი დასახლებულ პუნქტებს, ტვისპსა და ვინ-ტორპს, უახლოვდება.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ორივე ქალაქის მოსახლეობა უკვე ევაკუირებულია.
ამჟამად ხანძრებთან ბრძოლა ათი შტატის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ცეცხლი უკვე 400 ათას ჰექტარ ტყის მასივზე გავრცელდა.