შვილის შეყვარებულის მკვლელობისთვის მამაკაცს 14 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს
19 წლის დავით ხარაზიშვილის მკვლელობისთვის სასამართლომ, ბრალდებულს 14 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ხარაზიშვილი 2014 წლის 15 დეკემბერს მოკლეს. საქმის მასალების მიხედვით, 19 წლის ახალგაზრდა შეყვარებულის მამამ ცივი იარაღით მოკლა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები ამტკიცებენ, რომ მკვლელობაში კიდევ ორი პირი - ბიძა და ბაბუა მონაწილეობდნენ, თუმცა მათზე სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის.
მკვლელობის ოფიციალურ მოტივად შურისძიება სახელდება. არასრულწლოვანი გოგონა აცხადებდა, რომ ის დავით ხარაზიშვილმა გააუპატიურა.
გაუპატიურების ფაქტს არ ადასტურებს სამედიცინო ექსპერტი. სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაში წერია, რომ ხარაზიშვილს არასრულწლოვან გოგონასთან ინტიმური ურთიერთობა არ ქონია.
გოგონას მამას - მკვლელობისათვის სასამართლომ დღეს 14 წლიანი სასჯელი მიუსაჯა.
ავტორი: ბექა მჭედლიშვილი.