"რუსეთის ფედერაციის მსგავსი ქმედებები პროვოკაციულ ხასიათს ატარებს" - საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
![](http://rustavi2.com/news_photos/24290_cover_b.jpg)
რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
"19 აგვისტოს ოკუპირებული სოფელ ხელჩუას მიმართულებიდან რუსეთის საოკუპაციო ძალების „მი–8“ ტიპის სამხედრო ვერტმფრენმა გორის რაიონის სოფელ ზარდიაანთკარის მიმართულებით შემოფრენისას ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე დაარღვია. ინციდენტის შემდეგ ვერტმფრენმა ფრენა ოკუპირებული ახალგორის მიმართულებით განაგრძო. რუსეთის ფედერაციის მსგავსი ქმედებები პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და საფრთხეს უქმნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნებას," - ნათქვამია განცხადებაში.
უწყება მოსკოვისგან მოითხოვს ნაკისრი ვალდებულებების, მათ შორის 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების, შესრულებას და საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას.