„რუსეთთან ენის მოჩლექვას აზრი არ აქვს" - კობა სუბელიანი
![](http://rustavi2.com/news_photos/24291_cover_b.jpg)
რუსეთის ვერტმფრენის მიერ საქართველოს კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევას მმართველ გუნდში "არასასიამოვნო ფაქტს" უწოდებენ.
ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარის, გიორგი ვოლსკის, თქმით, მომხდარის შესახებ საერთაშორისო საზოგადოებას ინფორმაცია დროულად მიეწოდება.
ნაციონალურ მოძრაობაში კი ამბობენ, რომ საქართველომ მისი ხელისუფლების ქმედების შედეგად დასავლეთის მხარდაჭერა დაკარგა და შედეგიც სახეზეა.
„რუსეთთან ენის მოჩლექვას აზრი არა აქვს,“ - განაცხადა კობა სუბელიანმა.