"კარგი იქნებოდა, პრეზიდენტისთვის გაეროს გენერალურ დებატებზე გამოსვლის საშუალება მიგვეცა" - თენგიზ ფხალაძე
![](http://rustavi2.com/news_photos/24295_cover_b.jpg)
გაეროს გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის საკითხს კიდევ ერთხელ ეხმაურება გიორგი მარგველაშვილის მრჩეველი.
თენგიზ ფხალაძე ამბობს, რომ მარგველაშვილის ვიზიტი ნიუ-იორკში უკვე დაგეგმილია და აღმასრულებელი ხელისუფლების თანხმობის შემთხვევაში ის მზად არის, ასამბლეაზე სიტყვითაც გამოვიდეს.
ფხალაძის თქმით, გაეროს ასამბლეაზე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლით შესაძლებელი იქნება იმ უხერხულობის თავიდან აცილება, რაც სესიაზე ორი დელეგაციის გამგზავრების შემთხვევაში შეიქმნება.
"პრეზიდენტი იმ პერიოდში, როგორც კარგა ხნის წინ იყო გაცხადებული, ნიუი-იორკში მაღალი დონის ღონისძიებაში მონაწილეობას ღებულობს, კარგი იქნებოდა, ეს შესაძლებლობა გამოგვეყენებინა და მისთვის გაეროს გენერალურ დებატებზე გამოსვლის საშუალება მიგვეცა,“ -განაცხადა თენგიზ ფხალაძემ.