რევაზ არველაძე ვეტერან ფეხბურთელებს შეხვდა
![](http://rustavi2.com/news_photos/24311_cover_b.jpg)
ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატებმა წინასაარჩევნო კამპანია დაიწყეს. ფედერაციის გენერალური მდივანი, რევაზ არველაძე, ვეტერან ფეხბურთელებს შეხვდა.
ცნობილია, რომ ვეტერან ფეხბურთელთა გაერთიანებას არჩევნებზე ხმის უფლება აქვს.
გამორიცხული არ არის, რომ პრეზიდენტობის კანდიდატად არველაძე სწორედ ვეტერან ფეხბურთელთა გაერთიანებამ წარადგინოს.
ავტორი: დავით ერაძე