თავისუფალი დემოკრატები 2015 წლის შუალედურ არჩვენებში მონაწილეობას არ იღებენ
არასაპარლამენტო ოპოზიცია შუალედურ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებს. პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები საპარლამენტო ოპოზიციას მოუწოდებენ, შეუერთდნენ მათ წინადადებას.
თავისუფალ დემოკრატებში აცხადებენ, რომ 2015 წლის შუალედურ არჩვენებში მონაწილეობის მიღებას ისედაც არ აპირებდნენ. ისინი არასაპარლამენტო ოპოზიციას მხარდაჭერას უცხადებენ.
"თავისუფალი დემოკრატები 2015 წლის შუალედურ არჩვენებში მონაწილეობას არ იღებენ, ამის შესახებ დიდ ხნის წინ განვაცხადეთ,“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
ნაციონალური მოძრაობაში კი ამ საკითხზე დღეს კონსულტაციები გაიმართება.
„პოლიტიკური პარტიების განცხადება მნიშვნელოვანი გზავნილი და იმის ნიშანია, რომ ხელისუფლება ქვეყანაში შექმნილ პოლიტიკურ პროცესებს სრულიად არაადეკვატურად აფასებს,“ - განაცხადა სერგო რატიანმა.
პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლების განცხადებით, ქართულმა ოცნებამ დანაპირები არ შეასრულა და ყველა ოპოზიციური პარტიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და პრეზიდენტის მიერ მხარდაჭერილი პროექტი საარჩევნო სისტემის რეფორმის შესახებ უპასუხოდ დატოვა.
ავტორი: თეონა ცხომელიძე