თინა ხიდაშელი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის მოადგილეს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეერთებულ შტატებში, თეთრ სახლში, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩევლის მოადგილეს შეხვდა.
შეხვედრაზე საქართველო-ამერიკის ორმხრივი ურთიერთობები, საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაზრდა და დაგეგმილი რეფორმები განიხილეს.
თეთრი სახლის შემდეგ შეხვედრები გავლენიან ამერიკულ ორგანიზაციებთან გაგრძელდა.