გაერო-ში წასვლა პრეზიდენტსა და პრემიერს შორის დავის საგანი უკვე მეორედ ხდება
ბოლო მონაცემებით გაერო-ს გენერალურ ასამბლეას საქართველოდან სავარაუდოდ ორი დელეგაცია დაესწრება. ერთი პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით, მეორე კი პრეზიდენტის ხელმძღვანელობით.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღის ბოლოს განაცხადა, რომ ორივე ვიზიტის მოსამზადებელი, სამუშაოები უკვე დაწყებულია.
საგარეო უწყება მუშაობს, რომ ორი დელეგაციის ვიზიტით პროტოკოლის დარღვევა არ მოხდეს, თუმცა ამაზე უკვე საუბრობენ ოპოზიციაში. საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე აცხადებს, რომ ქვეყნიდან გაეროში ორი ოფიციალური დელეგაციის გამგზავრება ქვეყნის იმიჯს დააზარალებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ გიორგი მარგველაშვილი გაეროში პირადად ლიტვის პრეზიდენტის მიწვევით, ქალთა უფლებების შესახებ დაგეგმილ სამიტზე მიემგზავრება. უფრო მეტი განმარტების გაკეთებას ითხოვს საპარლამენტო უმრავლესობა.
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი.