მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის დახურულ რეჟიმში წარმართვას არასამთავრობოები აკრიტიკებენ
მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის დახურვას ინფორმაციისა და თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის ხელმძღვანელი აკრიტიკებს. გიორგი კლდიაშვილი მიიჩნევს, რომ იუსტიციის საბჭოს ახალი წესი სასამართლო სისტემაში უკან გადადგმული ნაბიჯია. კლდიაშვილი არ გამორიცხავს, რომ დახურულ კარს მიღმა იუსტიციის საბჭოში მოსამართლეებზე ზეწოლა მიმდინარეობდეს.
კლდიაშვილს სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებიც უერთდებიან. კონსტიტუციის 42-ე მუხლმა, საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც ახალი წესი გააპროტესტეს.
იუსტიციის საბჭომ მოსამართლეთა დანიშვნის წესში ცვლილება გასული წლის ოქტომბერში შეიტანა. იუსტიციის საბჭოში ახალი წესის მიმართ არასამთავრობო ორგანიზაციების პრეტენზიებს იცნობენ, თუმცა კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებენ.
ავტორი: თამთა დოლენჯაშვილი.