„უნდა გაემგზავროს მხოლოდ ერთი დელეგაცია, ან პრემიერის ან პრეზიდენტის ხელმძღვანელობით"-მაია ფანჯიკიძე გაერო-ში ვიზიტზე საუბრობს
საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი მაია ფანჯიკიძე გაერო-ში პრეზიდენტისა და პრემიერის წასვლის შესახებ არსებულ მორიგ გაუგებრობას ეხმაურება და შარშანდელ ფაქტს იხსენებს.
ფანჯიკიძე შარშან გაეროს ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლასთან დაკავშირებით მარგველაშვილსა და ღარიბაშვილს შორის წარმოქმნილ პოლიტიკურ დაპირისპირებას "სამარცხვინოს" უწოდებს და პროცედურებს განმარტავს.
„ის რაც მოხდა შარშან იყო ნამდვილი სირცხვილი, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ შიგნით გაგვერკვია ვინ იქნებოდა დელეგაციის ხელმძღვანელი. უნდა გაემგზავროს მხოლოდ ერთი დელეგაცია, ან პრემიერის ან პრეზიდენტის ხელმძღვანელობით. გაერო-ს გენერალური ასამბლეა არის მთავარი მოვლენა ამ დროს ნიუ-იორკში. ყველა დანარჩენი ღონისძიება კი არის გვერდითი ღონისძიება. ის ვინც არის დელეგაციის ხელმძღვანელი ესწრება შემდეგ ყველაფერს სადაც მიიჩნევს საჭიროდ დასწრებას. ამიტომ შესაძლებელია, რომ ზოგიერთ გვერდით ღონისძიებაზე ინდივიდუალური მოსაწვევები მოვიდეს, მაგრამ ცენტრალურ მოვლენაზე გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე მოწვევას ღებულობს ქვეყანა,“ - აცხადებს მაია ფანჯიკიძე.