საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ს ვიზიტზე განმარტებას აკეთებს
საგარეო საქმეთა სამინისტრო გაერო-ში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით პირველ კომენტარს აკეთებს. უწყება განმარტავს, რომ ნიუ-იორკში დაგეგმილ 70-ე სესიაზე ორივე-პრემიერისა და პრეზიდენტის დელეგაციები იქნებიან წარმოდგენილი. როგორც საგანგებო დავალებათა ელჩი, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი დავით კერესელიძე განმარტავს ამ საკითხზე მუშაობა უკვე დაწყებულია.
„ჩვენ ორივე დელეგაციის მუშაობაში მივიღებთ მონაწილეობას და ეს მუშაობა დაწყებულია. ისევე როგორც ჩვენ ცენტრალურ აპარატში შესაბამისი დეპარტამენტები იქ ჩვენი მისია იმუშავებს. რაღაც ნაბიჯები უკვე გადადგმულია, პროტოკოლურად არამგონია ეს იყოს დიდი დარღვევა გავაკეთებთ ისე, რომ არანაირი დარღვევა არ იყოს,"-აცხადებს კერესელიძე.