"პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვალდებულიც არის გამოვიდეს განმარტებებით რა ღონისძიებაზეა დაპატიჟებული"-ვოლსკი გაერო-ში ვიზიტზე საუბრობს
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაკეთებულ "ნაჩქარევ განცხადებას" უწოდებს უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი გაერო-ში გასამგზავრებელი დელეგაციების საკითხის გარშემო წარმოქმნილ ახალ გაუგებრობას. ვოლსკი პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან განმარტებებს ელოდება თუ რა ღონისძიებებზე დასასწრებად მიდის ის გაერო-ში.
„არ შეიქმნებოდა არანაირი აჟიოტაჟი, რომ არა ნაჩქარევი განცხადებები რომელსაც ხშირ შემთხვევაში ვისმენთ მედიაში. თითქოს და რაღაც მავნე პრაქტიკა გრძელდება, თითქოსდა რაღაც საბუთებს უმალავენ ან უმალავდნენ პრეზიდენტს. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. საკმაოდ მოუხერხებელია ორი მაღალი დონის დელეგაციის გამგზავრება ზედმეტი დანახარჯიც არის, უხერხულობაა იმ გაუგებრობებში რაც ნებით თუ უნებლიედ გამოჟონავს ხოლმე სახელისუფლებო რგოლებიდან. პრეზიდენტის ადმინისტრაცია ვალდებულიც არის გამოვიდეს განმარტებებით თუ რა ღონისძიებაზეა დაპატიჟებული საქართველოს პრეზიდენტი,“ - აცხადებს გია ვოლსკი.
ოპოზიცია ქვეყნის პრეზიდენტის ინსტიტუტის დაკნინებასა და ქვეყნის იმიჯის შელახვაზე საუბრობს, ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ქვეყანაში არსებული პრობლემებიდან გამომდინარე პრემიერს პრეზიდეტთან „შეჯიბრის“ დრო არ უნდა ჰქონდეს.