„სიმშვიდე არ ნიშნავს კაპიტულაციას - მშვიდობა კი ოკუპაციას“ - დავით ბაქრაძე საოკუპაციო ხაზთან ჩავიდა
ქარელის რაიონში გადმოწეულ საოკუპაციო ხაზთან დღეს ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ. თამარაშენში საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, დავით ბაქრაძე ჩავიდა. ნაციონალური მოძრაობის წევრი ადგილობრივებს გაესაუბრა და ხელისუფლება პასიური პოლიტიკის გამო გააკრიტიკა.
„უნდა ვეცადოთ რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე და მშვიდობა, მაგრამ სიმშვიდე არ ნიშნავს კაპიტულაციას, მშვიდობა არ ნიშნავს ოკუპაციასთან შეგუებას. ამიტომ ის რასაც დღეს ხელისუფლება აკეთებს ძალიან შორს დგას ნორმალური თავმოყვარე ქვეყნის ხელისუფლების რეაქციისგან,“- განაცხადა უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.