ნაციონალური მოძრაობა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 2013 წლის ხარჯების გასაჯაროებას ითხოვს
ნაციონალური მოძრაობა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 2013 წლის ხარჯების გასაჯაროებას ითხოვს. დეპუტატმა გივი თარგამაძემ ეს მოთხოვნა დღეს პარლამენტში ნდობის ჯგუფის შეხვედრაზე დააყენა, სადაც სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს ანზორ ჩუბინიძეს უსმენენ.
ნაციონალური მოძრაობის წევრები ამტკიცებენ, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ბალანსიდან თანხები ბიძინა ივანიშვილის პირადი ინტერესისთვის იხარჯებოდა, მაშინ როცა ანალოგიური ბრალდებით საქმეა აღძრული ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ.
ნდობის ჯგუფში შეხვედრა ამ წუთებშიც მიმდინარეობს. საკითხს დახურულ რეჟიმში განიხილავენ.