"ივანიშვილი სპეციალური სამსახურისთვის გამოყოფილი ბიუჯეტით არ სარგებლობდა" - ანზორ ჩუბინიძე
"ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გამოყოფილი ბიუჯეტით არ სარგებლობდა" - ასე უპასუხა ნდობის ჯგუფში სახელმწიფო დაცვის უროსმა ანზორ ჩუბინიძემ დეპუტატ გივი თარგამაძეს, რომელიც ნდობის ჯგუფის ფორმატში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის 2013 წლის ხარჯების გასაჯაროებას ითხოვდა.
"ბიძინა ივანიშვილს არანაირი მსგავსი დანახარჯი არ ჰქონია, ის საერთოდ არ სარგებლობდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისთვის გამოყოფილი ბიუჯეტით. არ სარგებლობდა მისი თვითმფრინავით, იგი საკუთარი ხარჯებიდან იხდიდა თვითმფრინავის ხარჯებს," - განაცხადა ანზორ ჩუბინიძემ.
გივი თარგამაძის ინიციატივას ნდობის ჯგუფში მხარი არ დაუჭირეს, რასაც ნაციონალური მოძრაობის წევრმა დეპუტატმა "სირაქლემის პოზიციაში" ყოფნა უწოდა. თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა კი გივი თარგამაძის ინიციატივას ვიწრო პოლიტიკური ინტერესები უწოდა.