ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი 78 ხმით დაამტკიცეს
ერთთვიანი საპარლამენტო განხილვების შემდეგ მმართველმა გუნდმა დღეს ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი დაამტკიცა. მანამ, სანამ ბიუჯეტის განახლებულ ვერსიას 78 დეპუტატი დაუჭერდა მხარს სხდომათა დარბაზში 4 საათის განმავლობაში მწვავე დისკურსია გაიმართა.
2015 წლის ბიუჯეტი 160 მილიონი ლარით შემცირდა. მთავრობამ ხარჯები ძირითადად ძალოვან უწყებებს შეუმცირა და გამნოთავისუფლებული თანხით ინფრასტრუქტურული პროექტები დააფინანსა.
ავტორი: ქეთი ნადიბაიძე, ნინო სამყურაშვილი