ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ ყველა კითხვა ისევ პასუხგაუცემელი რჩება
კითხვები, რომელიც ეროსი კიწმარიშვილის საქმესთან დაკავშირებით მის ახლობლებსა და ადვოკატს აქვთ ჯერ კიდევ პასუხგაუცემელია. თითქმის ერთწლიანი საგამოძიებო მუშაობის შემდეგ ისევ უცნობია სინამდვილეში რა მოხდა 2014 წლის 15 ივლისს. ეროსი კიწმარიშვილის ძმა საქმის გაჭიანურებაზე საუბრობს.
ზურაბ კიწმარიშვილი ითხოვს პასუხებს არის თუ არა მკვლელობის იარაღზე უცხო პირის დნმ და იდენტიფიცირებულია თუ არა სათვალთვალო კამერებში დაფიქსირებული უცნობი მამაკაცი. პროკურატურა ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებს.
ავტორი: თეონა ცხომელიძე.