ხარაგაულში 11 წლის მოზარდის გაუპატიურებაში ეჭვმიტანილის მკაცრად დასჯას ითხოვენ
ხარაგაულში მეზობლები 20 წლის მამაკაცს 11 წლის მოზარდის გაუპატიურებაში ადანაშაულებენ.
მათი განცხადებით, მისივე მეზობელმა მოზარდი ჯერ გააუპატიურა, შემდეგ კი კვალის დაფარვის მიზნით გაგუდა და ხეზე ჩამოკიდა.
ბრალდებული უკვე დაკავებულია.
გამოძიება სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების და თვითმკვლელობამდე მიყვანის ფაქტებზე მიმდინარეობს.
დაკავებულს ბრალის დამტკიცების შემთხევაში 14-წლიანი სასჯელი ემუქრება. თუმცა, ხარაგაულის რაიონის მაცხოვრებლები უფრო მძიმე სასჯელს ითხოვენ.
ავტორები: ირინა კეჭაყმაძე, ედიშერ მუშკუდიანი.