როგორ ანაზღაურდება ზარალი - თბილისის მერის განცხადება
![](http://rustavi2.com/news_photos/20096_cover_b.jpg)
როგორ ანაზღაურდება ზარალი, ამ თემაზე თუ თბილისის მერმა დილით ჟუნრალისტებს უთხრა, რომ კომენტარს არ აკეთებდა, დღის ბოლოს მცირე განმარტება გააკეთა.
ნარმანია აცხადებს, რომ შემოწირული თანხები დაზარალებულ მოქალაქეებს, ხოლო მთავრობის მიერ გამოყოფილი ფინანსები ინფრასტრუქტურულ პროექტებს მოხმარდება.
"ის თანხები, რაც ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ არის შემოწირული, მოხმარდება ოჯახებს განსახლებასთან დაკავშირებულ საკითხებს და პრობლემების მოგვარებას. სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსება, რომელიც პირველ ეტაპზე მივიღეთ ტრანშის სახით, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება," - ამბობს დავით ნარმანია.