ნატო-ს სასწავლო ცენტრი ვაზიანისა და კრწანისის სამხედრო ბაზებზე განთავსდება
ნატო-ს სასწავლო ცენტრი ვაზიანისა და კრწანისის სამხედრო ბაზებზე განთავსდება. საწვრთნელი ცენტრის აშენების შემდეგ ის ალიანსის 28–ვე წევრი სახელმწიფოს სამხედროებს დაეთმობა.
საქართველო–ნატოს საწვრთნელი ცენტრი, ქართველი სამხედროების თქმით, ერთდროულად 500–ზე მეტი ქართველი და უცხოელი სამხედროს მომზადებას შეძლებს.
ჯარისკაცები კრწანისსა და ვაზიანში გაივლიან პრაქტიკულ და თეორიულ მომზადებასაც.
დაგეგმილია სხვადასხვა სპეციალობის სამხედროების გადამზადებაც.
ავტორი: დავით კაკულია.