ე.წ. "ოდეერი" უქმდება
![](http://rustavi2.com/news_photos/20093_cover_b.jpg)
პარლამენტი შინაგან საქმეთა სამინისტროდან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფის საკითხის მუხლობრივი განხილვისთვის ემზადება.
ერთ-ერთი მთავარი პუნქტი საკანონმდებლო პაკეტში, რომელიც უკვე გახდა ოპოზიციისა და არასამთავრობოების მხრიდან პრეტენზიების მიზეზი, ე.წ. ოდეერების სამსახურის გაუქმებაა.
კანონპროექტის თანახმად, უსაფრთხოების ოფიცერი მხოლოდ ხელშეკრულებით და მაღალი რისკის უწყებებში იმუშავებს, რომელთა სიაც მთავრობამ ერთ თვეში უნდა განსაზღვროს.
ავტორი: ნატა მახვილაძე